Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
სელფი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელფი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია

518
სელფი მობაილი

სელფი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ აბონენტს ემსახურება, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა.

ქალთა გაძლიერების 7 პრინციპი საერთაშორისო ინსტრუმენტია, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის და გაეროს გლობალური შეთანხმების მიერაა შექმნილი და წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს იმ კერძო კომპანიებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ ქალების გაძლიერებას სამუშაო ადგილზე, ბაზარზე, ზოგადად საზოგადოებაში.

კორპორაციული მდგრადობა სელფის განუყოფელი ნაწილია და როგორც გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმების წევრი, სელფი ზრუნავს  მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაზე. სელფისთვის, რომლის მმართველ გუნდს მნიშვნელოვანწილად ქალები შეადგენენ,  განსაკუთრებით აქტუალურია ქალთა გაძლიერების შემდგომი მხარდაჭერა. „ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიის მდგრადი განვითარების მიღწევის პროცესში. გენდერული თანასწორობა და ქალთა როლის ზრდა აუცილებელია კომპანიის წარმატებისთვის. გვსურს მადლობა გადავუხადოთ WEPs-ზე მომუშავე ადგილობრივ გუნდს და გაეროს ქალთა ორგანიზაციას საქართველოში გაწევრიანების პროცესში მხარდაჭერისთვის,“ – აცხადებენ სელფი მობაილში.

(R)