LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელფი თბილისიმარათონის გენერალური სპონსორია

607
სელფი

სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.45 მლნ მომხმარებელს ემსახურება, მხარს უჭერს წლის მთავარ მოვლენას, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრებს აერთიანებს. უკვე ტრადიციად ქცეული თბილისიმარათონი წელს 1-ელ ოქტომბერს იმართება და სელფი ღონისძიების გენერალური სპონსორია.

თბილისიმარათონი უკვე მე-12 წელია, იმართება და საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქში სპორტული ტურიზმის განვითარებას ემსახურება. ჯანსაღი ცხოვრების სტილის ხელშეწყობა, სელფის ერთ-ერთი მიმართულებაა, რისთვისაც სელფი მის აბონენტებს სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ პროდუქტებს სთავაზობს. მარათონის მხარდაჭერაც ეხმიანება სელფის მიზანს, მისცეს მომხმარებლებს მოტივაცია დანერგონ ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესი.
წელს მარათონის რეგისტრაციიდან შემოსული თანხა კასპის სოციალური სერვისის – 6-18 წლის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის სრულ რეაბილიტაციას მოხმარდება.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები