LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოზე, როგორც ტურისტულ მიმართულებაზე ისრაელის მოქალაქეებში დიდი მოთხოვნაა -ელჩი

100
thumbs-b-c-8dd1a17095b3995ced90c25e738d954d

ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა მალე აღდგება.

როგორც რან გიდორიმ AviaNews-ს განუცხადა, პირდაპირი რეისების აღდგენასთან დაკავშირებით წინაღობები აღარ არსებობს. ელჩი ამბობს, რომ საქართველოზე, როგორც ტურისტულ მიმართულებაზე ისრაელის მოქალაქეებს შორის დიდი მოთხოვნაა.

„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ორ ქვეყანას შორის აღარ არსებობს დაბრკოლება პირდაპირი ავიარეისების აღდგენასთან დაკავშირებით. ამასთან, ისრაელის ვიზიტორებს საშუალება აქვთ, საქართველოში 1-ლი თებერვლის შემდეგ ჩამოვიდნენ ნეგატიურ COVID-19-ის ტესტის, ან ვაქცინაციის სერტიფიკატის საფუძველზე“, – განუცხადა ელჩმა AviaNews-ს.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად თელ-ავივის აეროპორტი საერთაშორისო ფრენების უმრავლესობისთვის დახურულია, თუმცა მოსალოდნელია, რომ თებერვლის ბოლომდე ოპერირება განაახლოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები