LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში გერმანიის ელჩი: ოლაფ შოლცმა დაადასტურა უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე – საჭიროა რეფორმებთან დაკავშირებული სწრაფი და გადამწყვეტი ნაბიჯები მომდევნო კვირებში

116
fot

ოლაფ შოლცმა დაადასტურა უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. საჭიროა რეფორმებთან დაკავშირებული სწრაფი და გადამწყვეტი ნაბიჯები მომდევნო კვირებში, – ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის გამართულ შეხვედრას.

ამის შესახებ ფიშერი „ტვიტერზე“ წერს.

„მან დაადასტურა გერმანიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნავს ელჩი.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა გუშინ გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს შეხვდა

გერმანიის კანცლერის ოფისი ოლაფ შოლცისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები