LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ბიზნეს კონსულტანტების კვალიფიკაციის ამაღლება იგეგმება

19

სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში საქართველოში” კონკურენტული კონსალტინგის თაობაზე პირველი ღონისძიება მიმდინარეობს.

კონფერენცია გახსნა და სიტყვით გამოვიდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა. მან კონფერენციის მნიშვნელობაზე და საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილემ ასევე, ხაზი გაუსვა მთავრობის მიერ აღებულ კურსს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში წვლილის შეტანის თაობაზე. ამ მხრივ მან Start up პროგრამები ახსენა, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდა ბიზნესმენებს, სახელმწიფოს დახმარებითა და თანადაფინანსებით, საშუალება ეძლევათ განახორციელონ იდეები ან განავითარონ უკვე არსებული ბიზნესები.

კონფერენციის მონაწილეებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  ”კონსულტაციები მცირე ბიზნესისთვის” გუნდის დირექტორმა, შარლოტა რუსმა და ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა, ვინსენტ რეიმ მიმართეს.

ფორუმმა თავი მოუყარა 200-ზე მეტ პროფესიონალ კონსულტანტს მსოფლიოს 35-ზე მეტი ქვეყნიდან, ისევე როგორც საკონსულტაციო სფეროს ცნობილ მოაზრევნეებს საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან და დასავლეთ ევროპიდან.

წლევანდელი კონფერენციის თემაა სწრაფი ტემპი, ინოვაცია და ინტერნაციონალიზაცია. კონფერენციაზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, რომლებიც განსაზღვრავს ამ სფეროში წინსვლას ტენდენციების, მზარდი კონკურენციის, ახალი მოდელებისა და საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთის ფონზე.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, კონსულტაციები მცირე ბიზნესისთვის გუნდის მეშვეობით, მხარს უჭერს 26-ზე მეტი ქვეყნის ადგილობრივ კონსულტანტებს ტრეინინგებით, გამოცდილების გაზიარებითა და მათთვის უფრო რთულ და დახვეწილ პროექტებზე ერთობლივად მუშაობის შესაძლებლობის შეთავაზებით. ეს ყველაფერი კი საშუალებას აძლევს კონსულტანტებს უკეთ განავიტარონ თავიანთი უნდარები და შესაბამისად უფრო ხარისხიანი მომსახურება გაუწიონ ბიზნესებს.

კონფერენციას ორგანიზებას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროპის კავშირის ინიციატივა ”ევროკავშირი ბიზნესისთვის” ერთობლივად უწევენ. ის ორ დღიანია და რედისონში ხვალ, 4 ნოემბერსაც გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები