LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ვულოცავ პანდემიის კარგ მართვას, ქვეყანამ თავიდანვე გამოიჩინა თავი, ყველა საჭირო ზომა მიიღეს: ანა ბიერდე

51
ანა ბიერდე

„საქართველოს ვულოცავ პანდემიის კარგ მართვას, ქვეყანამ თავიდანვე გამოიჩინა თავი, ყველა საჭირო ზომა მიიღეს“, – ამის შესახებ განცხადება მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, „ქვეყანა პანდემიისთვის მზად იყო, როგორც ჯანდაცვის კუთხით, ასევე ეკონომიკურადაც, რადგან ოჯახებისა და დარგებისადმი იყო უზრუნველყოფილი იყო მხარდაჭერა“.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ საქართველოში დავბრუნდი. პირველად 2015 წელს ვიყავი. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში. 2020 წელი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის. მინდა საქართველოს მივულოცო ასეთი კარგი მართვა. ქვეყანამ თავიდანვე გამოიჩინა თავი, ყველა საჭირო ზომა მიიღეს. ნამდვილად მიგვაჩნია, რომ ქვეყანა ჯანდაცვის კუთხით პანდემიისთვის მზად იყო. ეკონომიკურადაც მზად იყო, რადგან ოჯახებისა და დარგებისადმი იყო უზრუნველყოფილი იყო მხარდაჭერა. მიგვაჩნია, რომ ასეთ ბუფერული ზონა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკის დარგებისთვის, რადგან თავიდან დაიწყო როგორც ჯანდაცვის კრიზისი, მაგრამ მალევე გამოჩნდა, რომ ეკონომიკური კრიზისიც გამოვლინდა. ძალიან გვიხარია, რომ თავიდანვე გვთხოვეს დახმარება.

საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც მოგვმართა დახმარებისთვის და ჩვენ საგანგებო რეჟიმში უზრუნველვყავით დახმარება. მაგალითად, ახლახანს ჯანდაცვის სფეროში, ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში უზრუნველვყავით დახმარება. მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ მრავალპლატფორმული დახმარება გვაქვს საქართველოსთვის. საქართველოში ვაქცინაციის კუთხით ერთ-ერთი წარმატებული პროგრამა და სტრატეგია  ხორციელდება, ეს არის მხოლოდ ერთი არხი ან ერთი საშუალება, მრავალარხობრივი დახმარებაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა შესყიდვები სწორედ მოხდეს და ვაქცინაციის პროცესი იმართოს. ჩვენ დიდი სიამოვნებით დავეხმარებით ქვეყანას შემდეგშიც, ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში. ამ კალენდარული წლის ბოლოსთვის 60 პროცენტი არის სამიზნე მაჩვენებელი. იმედი მაქვს, ქვეყანა ამ შესაძლებლობას გამოიყენებს “, – განაცხადა ანა ბიერდემ.

აქტიურ დახმარებას გვიწევს „მსოფლიო ბანკი“ ვაქცინაციის და ვაქცინების შეძენის პროცესში, საჯარო მადლობა მინდა გადავუხადო: ირაკლი ღარიბაშვილი