ისრალეში მიმდინარე პროცესების პარალელურად, საქართველოს საელჩო ისრაელში, მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას განაგრძობს.
საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, ისრაელის დროით 19:00 საათზე, საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან ონლაინ შეხვედრას გამართავს, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდება.
იმისათვის, რომ მოქალაქეებმა ონლაინშეხვედრაში მონაწილეობა მიიღონ, საელჩო მითითებებს ავრცელებს:
“ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ნომრებიდან ერთ-ერთზე გამოაგზავნოთ თქვენი ტელეფონის ნომერი ტექსტით – “შეხვედრა საელჩოსთან”.
შეხვედრის ბმული მოკლეტექსტური შეტყობინების სახით მოცემულ ტელეფონის ნომრებზე დაგეგზავნებათ.
საკონტაქტო ნომრებია: +972 526 91 90 92; +972 528 88 85 13; +972 524 44 03 85