საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, USAID-ის ადმინისტრატორის სამანტა პაუერის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით „ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ“.
პანელური დისკუსია დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სწორედ USAID-ის ორგანიზებით გაიმართა.
საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდნენ USAID-ის ადმინისტრატორი სამანტა პაუერი, McKinsey Global Health Institute-ის დირექტორი ლუსი პერესი და ეკონომიკისა და ინვესტიციების საკითხებში ტანზანიის სახელმწიფო მინისტრი მუდრიკ სორაღა.
დისკუსიაზე USAID-ის ადმინისტრატორმა სამანტა პაუერმა სისხლში ტყვიის შემცველობის დონის შემცირების კუთხით საქართველოს წარმატებულ მაგალითზე ისაუბრა და ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა.
პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ვრცლად იხილეთ აქ.