LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

112
იკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტს მასაცუგუ ასაკავას შეხვდა, რომელიც თბილისში ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) ფორუმის ფარგლებში იმყოფება.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აზიის განვითარების ბანკთან არსებულ თანამშრომლობაზე,  განსაკუთრებით ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, იყოს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრების მასპინძელი 2024 წელს.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო აფასებს ბანკის ამჟამინდელ პორტფელს, რომელიც 18 ინვესტიციისგან შედგება და 1,9 მილიარდ აშშ დოლარს მოიცავს, ხოლო ADB-ს ჯამური პორტფელი 4.5 მილიარდი აშშ დოლარია.

მხარეებმა საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება, ფისკალური და საბიუჯეტო პარამეტრებიც განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კერძო სექტორის გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური წინსვლისთვის და ამ პროცესში აზიის განვითარების ბანკის როლი გადამწყვეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები