“საქართველოს პარლამენტმა დღეს იმუნიტეტი მოუხსნა ოპოზიციის დეპუტატს, რომელიც 2019 წელს თბილისში ჩატარებული ანტირუსული აქციების ორგანიზატორია”,- ამის შესახებ რუსული გამოცემა VZGLYAD იუწყება.
“ამ გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. მანამდე მელიამ უარი თქვა 70 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდაზე (21 ათას დოლარზე მეტი) და საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული სამაჯური. ამიტომ მას გენერალური პროკურატურის მოთხოვნით იმუნიტეტი ჩამოერთვა.
ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოძიება მასობრივი ძალადობის ორგანიზების ან მასში მონაწილეობის მუხლით მიმდინარეობს და მას ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მელიამ და მისმა მომხრეებმა 2019 წლის 21 ივნისის რუსი დეპუტატების თბილისში ვიზიტის გამო პარლამენტზე შეტევა სცადეს”,-წერს რუსული გამოცემა.