LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენელს გადაეცა

98
1

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენელს ევროკავშირში, ფილიპ ლეგლიზ კოსტას გადაეცა.

ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:

“საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი 2022 წლის 3 მარტს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა, გადასცა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენელს ევროკავშირში, ფილიპ ლეგლიზ კოსტას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით ოფიციალური განაცხადის გადაცემით ევროკავშირის საბჭოს ეთხოვა დაიწყოს შესაბამისი პროცედურები საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ისტორიული დღეა საქართველოსთვის – განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის: ირაკლი ღარიბაშვილი