LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო შესაძლოა ფისტას ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს

130

პირველად ისტორიაში,  ირანისა და ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, საქართველოს ეძლევა საშუალება, ფისტას ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს.  ამ მიმართულებით უცხოური კაპიტალით შექმნილი საინვესტიციო კომპანია „არიკ ჯგუფი“ მუშაობს. კომპანია პროექტებს სოფლის მეურნეობის, საკვები ინდუსტრიისა  და ტურიზმის მიმართულებით ახორციელებს.

საინვესტიციო კომპანიის ყველაზე ფართო მასშტაბიან პროექტს კახეთში, საგარეჯოს რაიონში, „ვინიჩიო ველის“ (Vinichio Valley) – ანუ  „მწვანე“ ტურისტული ცენტრის განვითარება წარმოადგენს.  პროექტის განვითარებისას, ძირითადი აქცენტი ქართული ფისტას და ღვინის წარმოებაზე კეთდება.

კომპანიის ინფორმაციით, ”არიკ ჯგუფმა” 20 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო მეცნიერულ კვლევაში, იმისათვის რომ მიეღო ადგილობრივ კლიმატზე მორგებული ფისტას ახალი ჯიში. კომპანიამ 3 სხვადასხვა სახეობის ფისტა მიიღო, რომელიც კახეთის კლიმატს და ნიადაგურ პირობებს იდეალურად ესადაგება.

„არიკ ჯგუფი“ აღნიშნულ ტერიტორიაზე 2000 ჰექტარზე – 400 ჰექტარი ვენახის, 400 ჰექტარი ხილის ბაღებისა და 1000 ჰექტარი ფისტას პლანტაციის გაშენებას გეგმავს.  უკვე დაწყებულია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები სათბურის და ლაბორატორიის მშენებლობისთვის.  კომპანია სოფლის მეურნეობის მიმართულების ნაწილის დასრულებას 2018 წლის ბოლოსათვის აპირებს.  ამასთან,  „არიკ ჯგუფი“ ტურიზმის მიმართულებითაც მუშაობს და  ინვესტირებას  5-ვარსკვლავიანი 150 ტურისტული ვილის მშენებლობასაც გეგმავს, რომელიც უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებს უმასპინძლებს.

ცნობისთვის, საინვესტიციო კომპანია „არიკ ჯგუფი“   საქართველოში  2012 წლიდან ფუნქციონირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები