LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო სამხედრო დრონების წარმოებას გეგმავს

223
G99 (1)

საქართველოში, შესაძლოა, სამხედრო დრონების წარმოება დაიწყოს. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო მრეწველობის განვითარების სამომავლო გეგმებზე საუბრობს და განმარტავს, რომ ამ მიზნის მიღწევა ისრაელის, ჩეხეთის, პოლონეთისა და აშშ-ის გამოცდილების გაზიარებით არის შესაძლებელი.

„დრონების წარმოებაზე უკვე დავიწყეთ საუბარი და გვინდა, რომ ადგილზე მოვსინჯოთ ძალები, ვინაიდან ამის გამოცდილება გვაქვს. მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენი ქვეყანა ფლობდა და ფლობს ჯერ კიდევ ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ ქარხანას. მსოფლიოში არის სულ რამდენიმე, ალბათ 20-მდე თვითმფრინავების მწარმოებელი ქვეყანა. წარმოიდგინეთ, რომ საქართველო ერთ დროს იყო თვითმფრინავების მწარმოებელი ქვეყანა. აქ არის 1000-მდე სამხედრო თვითმფრინავი SU-25 გამოშვებული. ასეთი პოტენციალის მქონე ქვეყანაში გვაქვს ქარხანა, რომელიც ახლა „დელტას“ მენეჯმენტის ქვეშ არის – „თბილავიამშენი“, სადაც დავიწყეთ აღმშენებლობა, დავიწყეთ თვითმფრინავების, ვერტმფრენების რემონტი და ამის არ გამოყენება არის დანაშაული. ეს არის უნიკალური ბაზა, სადაც დასაქმებული ხალხი ოქროს ფონდია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

მინისტრის განმარტებითვე, უკვე გაფორმდა კონტრაქტი საავიაციო უნივერსიტეტთანაც. “გვინდა, რომ მოვიზიდოთ ახალგაზრდები და ახალი თაობა გაიზარდოს ძველ, გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად“, – დასძინა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები