ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში, ხვალ, საქართველო-ირანის ტექნოლოგიური თანამშრომლობის ფორუმი გაიხსნება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ კასრაძე და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე ნატო ჩიქოვანი გახსნიან. ღონისძიებას დაესწრება ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში სეიედ ჯავად ჰგავამ შაჰიდი, ქალაქ იაზდის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პარკის ვიცე პრეზინდენტი აჰმად რეზა ფაგჰიჰ ხორასანი და ირანის ისლამური რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიურ საქმეთა ვიცე-პრეზიდენტის, საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ოფისის გენერალური დირექტორის მოადგილე მასუდ ჰაფეზი.
ირანის ბიზნესდელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT), ფარმაცევტიკა, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სამედიცინო აღჭურვილობა, სოფლის მეურნეობა, სასათბურე მეურნეობა, ინდუსტრიული მანქანა-დანადგარები, სამშენებლო მასალები, წყლის გამწმენდი დანადგარები, ენერგოსისტემა, ნანოტექნოლოგია, ბიოსამედიცინო ინჟინერია, ელექტრონიკა და სხვა.