ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს.
როგორც აქციაზე გამოსვლის დროს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, აპირებენ საპროტესტო აქციებისკენ სვლას და ფართომასშტაბიანი აქციები არ შეჩერდება, სანამ სიმართლე არ გაიმარჯვებს:
“ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ არჩევნების წესით რეალობას თვალს არ გავუსწორებო. უნდა ვაიძულოთ შემოვიდეს ხალხის ნებასთან დაპირისპირებაში, რისთვისაც მზად ვართ ყველა ქალაქში. ბელორუსიად უნდა ვაქციოთ ეს სახელმწიფო?
დიახაც, საპროტესტო აქციებისკენ ვაპირებთ სვლას, ფართომასშტაბიანი აქციები არ შეჩერდება მანამ, სანამ სიმართლე არ გაიმარჯვებს უახლოეს მომავალში. არ გვინდა, რომ ერთმანეთთან გაგვიჩნდეს შეკითხვა და მომავალში ჩვენმა შვილიშვილებმა კითხვები დაგვისვან, სად იყო ის მომენტი, როდესაც ვერ იმოქმედეთ და ჭაობი დააკანონეთო? ჩვენ ამ შეკითხვებზე პასუხს გავცემთ უახლოეს მომავალში.” – განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, “უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოლებენ ბიძინა ივანიშვილის ტყვეობაში გამოკეტილი მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად”.