LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამწუხაროდ, დღეს ვერ ვესწრები სხდომას. მაგრამ ვიცი, საქართველოს პარლამენტი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს: წულუკიანი მელიასთან დაკავშირებით

74
თეა წულუკიანი

“დღეს საქართველოში პოლიტიკურ გმირად ვერ (ვეღარ) ჩამოყალიბდები ძლივს შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და მის პარლამენტზე შტურმის გზით, “ბიძიკო”.” – პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი პარლამენტში მიმდინარე სხდომას ეხმიანება და ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამის შესახებ თეა წულუკიანი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.

როგორც წულუკიანი აღნიშნავს, სხდომას ვერ ესწრება, თუმცა ამბობს, რომ მისი ხმაც პარლამენტის გადაწყვეტილებას ეკუთვნის:

“სამწუხაროდ, დღეს ვერ ვესწრები სხდომას. მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მავანის პოლიტიკანობაზე მაღლა დააყენებს კანონს და სახელმწიფოს!

ჩემი ერთი ხმაც ამ გადაწყვეტილებას ეკუთვნის.

დღეს საქართველოში პოლიტიკურ გმირად ვერ (ვეღარ) ჩამოყალიბდები ძლივს შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და მის პარლამენტზე შტურმის გზით, “ბიძიკო”.” – წერს წულუკიანი.

შეგახსენებთ თეა წულუკიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატის გაუქმების პროცესი კი ამ წუთებში დასრულდა. კომიტეტმა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები