„ის, რომ ამ სამიტში მონაწილეობა მიიღო ესეც დადებითია, ხოლო ცუდია, რომ უკრაინის პრეზიდენტს არც გადაეხვია, არც საერთო ფოტო გვაქვს“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა პრემიერ, ირაკლი ღარიბაშვილის მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტზე ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, თუ მონაწილე ქვეყნები მხარს საქართველოს ნამდვილად უჭერენ, ეს კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილებით გამოჩნდება.
[related_news id=”881043″ align=”left”]
„როგორც ჩანს, იქ არაფერი ცუდი არ მოხდა და პრემიერის გამოსვლების დროს, რაიმე ცუდი რომ არ ხდება, ეს უკვე კარგია.
ის, რომ ამ სამიტში მონაწილეობა მიიღო ესეც დადებითია, ხოლო ცუდია, რომ უკრაინის პრეზიდენტს არც გადაეხვია, არც საერთო ფოტო გვაქვს.
როგორც ჩანს, არც მას ჰქონდა სურვილი და არც უკრაინის პრეზიდენტს.
დანარჩენი, ჩვენ არ ვიცით საბოლოო ჯამში მართლა რაზე ილაპარაკეს, თუ სიმართლეა, რომ ყველა ქვეყანა ვინც იქ წარმოდგენილი იყო მხარს გვიჭერს, ეს კარგია და საბოლოო ჯამში, ადრე თუ გვიან ეს გამოჩნდება“. – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.