LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამძიმარი გამოიყენეს თავისი შხამიანი, სიცრუით სავსე პროპაგანდისთვის“ – ბოკერია პრემიერის განცხადებაზე

143
გიგა-ბოკერია (1)

„დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც თავისი ნებით იცავს თავისუფლებას მსოფლიოში და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას უკრაინაში ბრძოლით, თითქოს, მათ პოლიტიკური ოპოზიცია აორგანიზებს და მიჰყავს“, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს.

ღარიბაშვილი: ჩვენ სამჯერ ვიომეთ, საკმარისია!.. ბევრს რომ ლაპარაკობენ, „ფეისბუკში“ აქტიურები რომ არიან, წავიდნენ და იომონ, არა კიევში სელფებს რომ იღებდნენ, არამედ წინა პლანზე

პრემიერი: ჩვენი თანამოქალაქეები უკრაინაში „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს მიჰყავთ

„იმდენად შეტოპილი აქვთ პუტინისტურ პროპაგანდაში, რომელსაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იყენებენ, რომ სამძიმარის თქმის ინსტინქტი არ ჰქონიათ თვითონ, უფრო მეტიც, როგორც ჩანს, მთელ გუნდს აკრძალული ჰქონდა, რომ ამ საკითხზე თანაგრძნობის საჯარო პოზიცია ჰქონდეთ. სანამ საზოგადოებრივმა წნეხმა და სხვა მხრივ, სხვა დროს პოლიტიკური განცხადებებით არცნობილმა, მაგრამ გავლენიანმა ადამიანებმა არ მოუწოდეს ამისკენ, იქამდე არ ჩაუთვლიათ საჭიროდ ამის გაკეთება. მერე, როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ პიარულად ძალიან ზიანდებოდნენ და ეს სამძიმარი გამოიყენეს თავისი შხამიანი, სიცრუით სავსე პროპაგანდისთვის, მოღალატეობრივი აზრისთვის, რომ თურმე ადრე ან მომავალში საქართველოს ბრალი იყო ან შეიძლება იყოს რუსეთი თუ თავს დაგვესხმება.

თითქოს, ახლა ამათი მოღალატეობრივი პოზიციაა, რაც გადაგვარჩენს და არა გაძლიერება, არა ის, რასაც უნდა აკეთებდეს დღეს ეს ხელისუფლება, როცა უნდა მუშობდეს NATO-ში საქართველოს გაწევრიანებაზე, ამერიკასთან უსაფრთხოების თანამშრომლობაზე, რათა დაცულები ვიყოთ. ამის მაგივრად, სრულიად საპირისპირო მოღალატეობრივი გზით მიდიან.

დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც თავისი ნებით იცავს თავისუფლებას მსოფლიოში და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას უკრაინაში ბრძოლით, თითქოს, მათ პოლიტიკური ოპოზიცია აორგანიზებს და მიჰყავს – ნება კი არ აქვთ თავისუფალი, სხვები აორგანიზებენ ამას. ეს, რაც დღეს მოვისმინეთ, პოლიტიკური არარაობებისა და ნაძირლების გზავნილია“, – ამბობს გიგა ბოკერია.