გააერთიანეთ ძალისხმევა წინსვლისთვის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.
ემანუელ მაკრონი „ფეისბუკზე“ აქვეყნებს ფოტოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად და ქართულად წერს.
„ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულება დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ საჭიროებს დამტკიცებას. გააერთიანეთ ძალისხმევა წინსვლისთვის. საფრანგეთი დგას თქვენს გვერდით”, – წერს მაკრონი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს დღეს შეხვდა. საქართველოს მთავრობის მეთაურს საფრანგეთის პრეზიდენტმა ელისეს სასახლეში უმასპინძლა.