რუსეთთან “ენერგეტიკული ომის” შესახებ სასაუბროდ, ევროკავშირი საგანგებო სხდომას მოიწვევს.
როგორც „გარდიანი“ წერს, ინიციატივა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას – ჩეხეთს ეკუთვნის.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, პეტრ ფიალას განცხადებით, სხდომაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებს მიიწვევენ და ეს შეკრება რაც შეიძლება სწრაფად მოხდება.
„ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მოთხოვნით ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების სხდომა გაიმართება, იმისათვის, რომ ენერგოსექტორში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საჭირო ზომები განვიხილოთ“, – წერს ჩეხეთის პრემიერი.
„ჩვენ ენერგეტიკულ ომში ვართ რუსეთთან და ეს მთელ ევროკავშირს აზიანებს“, – წერს ჩეხეთის ვაჭრობის მინისტრი იოზეფ სიკელა.
.@EU2022_CZ will convene an urgent meeting of Energy Ministers to discuss specific emergency measures to address the energy situation.
— Petr Fiala (@P_Fiala) August 26, 2022