„ამ გადაწყვეტილებას დადებითად ვაფასებ. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს საქართველოში ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების პრაგმატიზმს“, – ამის შესახებ რუსეთის დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კონსტანტინე ზატულინმა განაცხადა.
Gazeta.ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში ზატულინი საქართველოს ხელისუფლებას, რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ საერთაშორისო სანქციებთან მიერთებაზე უარის თქმის გამო, გადაწყვეტილებას უწონებს.
„ამ გადაწყვეტილებას დადებითად ვაფასებ. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს საქართველოში ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების პრაგმატიზმს. მათ ესმით, რომ მათი ეკონომიკა ძალიან არის დამოკიდებული რუსულ ბაზარზე. რუსეთის წინააღმდეგ საქართველოსთვის სანქციების დაწესება იგივეა, რაც საკუთარი თავის დამატებითი შესაძლებლობების წართმევა“, – განაცხადა ზატულინმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ საერთაშორისო სანქციებს არ შეუერთდება. ღარიბაშვილის მტკიცებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესება საკუთარი მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესების ტოლფასია.
მაშინდელმა მთავარსარდალმა მსოფლიოს თავი ჰალსტუხების ჭამით და მიწაზე ფორთხვით დაამახსოვრა
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.