ქვეყანაში რომ არ იყოს სტაბილურობა და მშვიდობა, არავითარი ბიზნეს ბრუნვის ზრდა და არავითარი დასაქმება, სამუშაო ადგილების შექმნა არ იქნებოდა. არაფერი არ იქნებოდა უბრალოდ. ქვეყანას პოლიგონად გადააქცევდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდა არის მმართველის გუნდის სწორი პოლიტიკის შედეგი.
მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად, 20% იქნება - ირაკლი ღარიბაშვილი
"უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ძალიან განვითარებული საბანკო სისტემა, ორი მსხვილი ბანკი დალისტულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე".
„რამდენიმე დღის წინ გამოვიდა საქსტატის ბოლო მონაცემები. იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა და ასევე მინდა ვთქვა, რომ მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა 17%-ით გაიზარდა, 47 მლრდ ლარი შეადგინა. ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი. აქ მინდა ბიზნეს მივმართო, მან ძალიან კარგად იცის – ქვეყანაში რომ არ იყოს სტაბილურობა და მშვიდობა, არავითარი ბიზნეს ბრუნვის ზრდა და არავითარი დასაქმება, სამუშაო ადგილების შექმნა არ იქნებოდა. არაფერი არ იქნებოდა უბრალოდ. ქვეყანას პოლიგონად გადააქცევდნენ. ამას გარდა, იცით, რომ სამუშაო ადგილები გაიზარდა, რეკორდული ზრდაა სამუშაო ადგილების. ბიზნეს სექტორში მესამე კვარტალში სამუშაო ადგილები გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და შეიძლება ითქვას, რომ პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.