ისრაელმა სირიაში, რუსეთის ბაზასთან ახლოს ავიაიერიში მიიტანა.
როგორც “როიტერი” სირიის სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით წერს, ისრაელმა ირანულ სამიზნეებს კვირას, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის საგვარეულო რეგიონის მახლობლად დაარტყა.
სამიზნეები რუსეთის მთავარ სირიულ ბაზებთან ახლოს, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს.
მანამდე სირიის არმიამ განაცხადა, რომ სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და სამი დაიჭრა ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ტარტუს სამხრეთითა და დამასკოში.
როგორც გამოცემა წერს, ისრაელის მხრიდან სამიზნეს ასევე წარმოადგენდა სირიის დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთი, სადაც რადიკალური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მებრძოლები არიან განლაგებულნი.