LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზინის ტყვიები, ხელკეტები, მასობრივი დაკავებები – ირანში, ქალთა დემონსტრაციების შემდეგ, მასშტაბური პროტესტი სტუდენტებში გრძელდება

56
ირანი

ახალგაზრდების 2-კვირიანი პროტესტის შემდეგ, ირანის პოლიცია ამჯერად თეირანის ერთ-ერთ ცნობილ უნივერსიტეტში სტუდენტებს დაუპირისპირდა.

Reuters-ის ინფორმაციით, გუშინ, სტუდენტებმა ირანის არაერთი ქალაქის უნივერსიტეტში საპროტესტო აქციები გამართეს, მათ შორის: თეირანში, იაზდში, ქერმანშაჰში, სანანდაჯში, შირაზსა და მეშჰედში. როგორც გამოცემა იუწყება, აქციაზე ისმოდა შეძახილები: „დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სიკვდილი ხამენეის.“

„სიკვდილი დიქტატორს“ – ირანში აქციაზე ქალებმა ჰიჯაბები დაწვეს

Reuters-ის გავრცელებული კადრების თანახმად, თეირანში მოქმედი შარიფის უნივერსიტეტი, რომელიც განსხვავებული აზრის ერთ-ერთ კერადაა მიჩნეული, პოლიციელებით იყო გარშემორტყმული.

ქალების წინააღმდეგ ძალადობის გამო, აშშ-მა ირანის მორალის პოლიციასა და რამდენიმე მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

უსაფრთხოების ძალები შეკრებილებს დაუპირისპირდნენ – ერთ-ერთი ვიდეოს თანახმად, სტუდენტები ტერიტორიიდან გარბიან, რასაც თან სროლის ხმა ახლავს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by BBC NEWS فارسی (@bbcpersian)

კიდევ ერთი ვიდეოს მიხედვით კი, სტუდენტები მიწისქვეშა ავტოსადგომის სივრცეში იყვნენ და ცდილობდნენ, იქიდან გაეღწიათ.

ირანის პრეზიდენტმა „სიენენთან“​ დაგეგმილი ინტერვიუ გააუქმა, რადგან წამყვანი მის მოთხოვნას არ დაეთანხმა და თავსაბურავი არ გაიკეთა

გავრცელებული ცნობებით, სტუდენტებმა პოლიციის მიერ ხელკეტების, რეზინის ტყვიებისა და დაკავევებზე ჰყვებიან. მათი ინფორმაციით, დემონსტრაციაზე 50-მდე სტუდენტი დააკავეს.

BBC-ის სპარსულენოვანი ბიუროს თანახმად, ირანში, სტუდენტები აქციები ახლაც გრძელდება.

ირანის ხელისუფლება ჯერჯერობით დაკავებულების, დაშავებულებისა და გარდაცვლილებების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ირანის ათეულობით ქალაქსა და დასახლებაში დემონსტრაციები ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო.

ირანელი უფლებადამცველი გოგო, 22 წლის მაჰსა ამინი ირანში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც იგი მორალის პოლიციამ „თავსაბურავებთან დაკავშირებული მკაცრი წესების დარღვევის“ ბრალდებით დააკავა.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დაკავების შემდეგ, მას პოლიციელებმა ფურგონში სცემეს. პოლიცია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამინის „მოულოდნელად გულთან დაკავშირებული პრობლემები“ გაუჩნდა.

თავად ახალგაზრდა გოგოს ოჯახი კი ამბობს, რომ მაჰსა ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა. ცნობილია, რომ 22 წლის გოგო გარდაცვალებამდე კომაში იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები