„ნიკა მელია იმ პოლიტიკოსებს შორის არის, რომლის პოლიტიკურ პოზიციებზე არაფერი ვიცით. შეიძლება, სხვადასხვა დროს ბევრი ულაპარაკია, მაგრამ არც კი ვიცით, რა უნდა და რა პოზიციებს იკავებს“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთი დიდი პარტიისთვის უფრო სერიოზული ლიდერი წარმოუდგენია.
„ნიკა მელიასთან ხანგრძლივი და მრავალფეროვანი ურთიერთობები გვქონდა. ძალიან ხშირად უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებდა, ეს იქნებოდა მიტინგებზე, თუ პოლიტიკურ პოზიციებზე.
ნიკა მელია იმ პოლიტიკოსებს შორის არის, რომლის პოლიტიკურ პოზიციებზე არაფერი ვიცით. შეიძლება, სხვადასხვა დროს ბევრი ულაპარაკია, მაგრამ არც კი ვიცით, რა უნდა და რა პოზიციებს იკავებს.
ამიტომ არ მგონია, რომ ასეთი დიდი პარტიის ლიდერის თანამდებობაზე ის რაღაც განსაკუთრებულად ეფექტიანია. მესმის, თუ მის პარტიაში უკმაყოფილოები არიან.
ხშირად დამიჭერია საკუთარი თავი იმაში, რომ ნიკა მელიასთვის დიდი ხანი მისმენია და საბოლოო ჯამში ვერ გავიგე, რაზე საუბრობდა.
შეიძლება, ეს ჩემი ბრალია, ან მისი პოზიციის, მაგრამ მისი თანაპარტიელები ბევრად უფრო გასაგებად აყალიბებენ პოზიციებს. ასეთი დიდი პარტიისთვის უფრო სერიოზული ლიდერი წარმომიდგენია, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის.“ – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.