ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე “ევროპულ საქართველოში” მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიცია პარქტიკულად, ჩამოშლილია. მდინარაძის შეფასებით, რაც უნდა ცვლილებები ეძახონ, “ევროპული საქართველოს” წარმომადგებლები საკუთარ ჩამოშლას და ამ ვითარებას სიტყვებით ვერ შეცვლიან.
“რადიკალური ოპოზიციის ნაწილი ჩამოშლის პირასაა და პრაქტიკულად, ჩამოშლილია. ისინი საკუთარი მედია საშუალებებით ცდილობენ, ისეთი ვითარება დახატონ, თითქოს, მმართველ გუნდში რაღაც ხდება და ტყუილებს იგონებენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საკუთარი ჩამოშლა რამენაირად გადაფარონ. რაც თავის პარტიას გიგა ბოკერიამ დამართა, ალბათ, ამაზე უარესს მის პარტიას მტერი ვერ დამართებდა. როცა 3-პროცენტიანს ვეძახდით, სწყინდათ, მაგრამ ვნახეთ, რომ ზუსტად სამი პროცენტი აიღეს”. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.