უფლებადამცველი ბაია პატარა სოციალურ ქსელში, გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის შესახებ განცხადებას ავრცელებს და კითხვებს სვამს, რატომ ვერ გამოიძიეს ამ დრომდე მისი სიკვდილის მიზეზი. პატარაიას შეფასებით, გამოძიება ამ საქმეზე დროში ჭიანურდება.
„რა ვერ გამოიძიეს „ასტრაზენეკას“ აცრის მერე გარდაცვლილი ექთნის ამბავი? დავიჯერო, ზუსტად არ იცით, რამ მოკლა? რატომ აჯანჯლებთ? იმ ექიმებს ხომ არ აფარებთ ხელს, რომლებმაც დროული დახმარება ვერ აღმოუჩინეს? საბოლოოდ, დადასტურდა თუ არა იმ ქალის მიერ წინა დღით საშიში პრეპარატის თვითნებური მიღება? რატომ არ გვცემს პასუხს პროკურატურა? კიდე რამდენი წელი უნდა გავიდეს?“ – წერს ბაია პატარაია.
მისი აზრით, რეალურად, რა თქმა უნდა, არც ერთ ექსპერტიზას და არც ერთი მოწმის გამოკითხვას წელიწადზე მეტი არ სჭირდება.
"მეგი ბაქრაძეს იმუნიზაციის ოთახში ადრენალინი არ გაკეთებია" - რა ახალი დეტალები იკვეთება მეგი ბაქრაძის საქმეში
"მათ პაციენტი, ფაქტობრივად, მიატოვეს." - ოჯახის ადვოკატი
„რატომ არ კითხულობენ ამ ამბავს ჟურნალისტები? ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ შემთხვევის გამო ბევრი ანტივაქსერი გახდა და ოდესმე პასუხი ხომ უნდა გაეცეს იმ ბურუსით მოცულ სიკვდილს? სადაა სახელმწიფოს მიერ ჩატარებული თუნდაც ერთი კამპანია აცრებზე?
არც ერთი ორჯერ აცრილი ადამიანი რომ არ მომკვდარა და ყოველ დღე 30 აუცრელ ადამიანს რომ ვდებთ კუბოში, ამაზე რატომ არ ლაპარაკობს მთავრობა და რატომ არ იშენს თავში ხელს? ეტყობა ღარიბაშვილს ეცოტავება დღეში 30 კუბო,“ – მიიჩნევს უფლებადამცველი.