LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღება შთამბეჭდავი ტემპებით მიმდინარეობს: ირაკლი ღარიბაშვილი

57
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღება “შთამბეჭდავი ტემპებით” მიმდინარეობს. ღარიბაშვილმა ისაუბრა სააგენტო Fitch-ის რეიტინგზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურამდე გაუმჯობესდა.

“6 აგვისტოს გამოქვეყნდა ერთ-ერთი ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანია, სააგენტო Fitch-ის რეიტინგი, რომლის მიხედვითაც ჩვენს ქვეყანას, შეუნარჩუნდა, ერთი მხრივ, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე და რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურობამდე გაუმჯობესდა.” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ამ გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა, პრაქტიკულად, დაუბრუნდა პანდემიამდე მაჩვენებელს.

“რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ მიზეზად სააგენტო ასახელებს მოსალოდნელზე სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას, ძლიერ და დამაჯერებელ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და მაღალ საერთაშორისო მხარდაჭერას”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.