საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქუთაისის შენობასთან დაკავშირებით, მთავრობა პროექტზე მუშაობს, რომლის პრეზენტაცია მალე გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის სურვილია, შენობა გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი.
„ქუთაისში პარლამენტის შენობა გვინდა გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი, ცენტი ახალგაზრდებისთვის, IT სექტორში მომუშავე ახალგაზრდებისთვის, და არამხოლოდ, ეს უნდა იყოს მულტიფუნქციური, თანამედროვე ტექნოლოგიური ქალაქი, ცენტრი, ადგილი, რომელშიც თავს მოიყრის ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა. ამ პროექტს ვამუშავებთ, პრეზენტაცია ძალიან მალე იქნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის განახლებულ სტადიონზე მედიასთან საუბრისას.