უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი, პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„დღეს პარლამენტის წინ, 8 საათზე გაიმართება აქცია – ქურდს რა უნდა და ბნელი ღამე. აქციაზე გამოსული ადამიანები დაიწყებენ კანონის გაპროტესტებას, იმისათვის, რომ დარჩნენ გაუმჭვირვალეები და განაგრძონ მუშაობა ბნელ ღამეში“, – წერს ნინო წილოსანი.
ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად ინიცირებულია.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – კერძოდ კი, 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული.
კანონპროექტი თავისი შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და შემდგომში “ჩაგდებული“ პროექტის ანალოგიურია. პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.
ამავე თემაზე:
„აგენტების რუსული კანონი შემოაქვთ. ქუჩაში გამოსვლის დროა!“ – რომან გოცირიძე