Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ქრისტეს დაბადება კაცობრიობის სრულიად ახალი ისტორიის დასაწყისია, რომელსაც სიყვარულის, ადამიანის თავისუფლების, უკეთესი მომავლის იმედი წარმართავს: ირაკლი ღარიბაშვილი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრისტეს დაბადება კაცობრიობის სრულიად ახალი ისტორიის დასაწყისია, რომელსაც სიყვარულის, ადამიანის თავისუფლების, უკეთესი მომავლის იმედი წარმართავს: ირაკლი ღარიბაშვილი

58
ირაკლი-ღარიბაშვილი-1

„ძვირფასო თანამემამულენო, გულითადად გილოცავთ მაცხოვრის შობის დღესასწაულს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, ქრისტეს დაბადება კაცობრიობის სრულიად ახალი ისტორიის დასაწყისია, რომელსაც სიყვარულის, ადამიანის თავისუფლების, უკეთესი მომავლის იმედი წარმართავს.

„ამ ღირებულებებს ეფუძნება ჩვენი უძველესი კულტურა და ისინი განსაზღვრავენ ჩვენს თანამედროვეობასაც. სწორედ ამიტომ, ყოველ შობას ჩვენ განახლების, ბედნიერებისა და საყოველთაო კეთილდღეობის იმედით ვხვდებით.

ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდესა და წინსვლას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები