LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა

135
ნინო წილოსანი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა. წილოსანმა, რომელსაც პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა, პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე ირაკლი ჩიქოვანი შეცვალა.

„ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან პარლამენტის სპიკერის თანამდებობას ოთხი ვიცე-სპიკერი იკავებს: პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა.

ასევე პარლამენტის ვიცე-სპიკერები არიან უმრავლესობის დეპუტატები: არჩილ თალაკვაძე, გიორგი კახიანი და ნინო წილოსანი.

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გახდა

რაც შეეხება ოპოზიციას, იმის მიუხედავად, რომ რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის სპიკერატში ოპოზიციისთვის სამი ვიცე-სპიკერის პოსტია განსაზღვრული, პარლამენტს ოპოზიციის კვოტით მხოლოდ ერთი ვიცე-სპიკერი – „ევროპელ სოციალისტი”დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე ჰყავს არჩეული.

გასულ წელს ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ასარჩევად ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, თუმცა უმრავლესობა ბეჟაშვილის არჩევის საკითხს მხარს არ უჭერს.

პარლამენტში ოპოზიციის ორი ვიცე-სპიკერის პოსტი ვაკანტურია.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები