„ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სუს-ის თანამშრომლები „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რიგით დეპუტატებს და მათთან დაახლოებულ პირებსაც უსმენენ, საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმიანება და განმარტავს, რომ „ქართულ ოცნებას“ მთელი საქართველო და სუს-იც უსმენს“.
ღარიბაშვილს არ სურს, კომენტარი გააკეთოს ვიღაცების დამონტაჟებულ საუბრებზე და დაიწყოს სპეკულაციები, რადგან ეს საინტერესო არ არის“.
„ქართულ ოცნებას“ მთელი საქართველო უსმენს, სუს-იც „ქართულ ოცნებას“ უსმენს იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მმართველი ძალა. მე არ მინდა, რომ კომენტარი გავაკეთო ვიღაცების დამონტაჟებულ საუბრებზე და ამაზე დავიწყო სპეკულაციები, ეს არ არის საინტერესო“,- განაცხადა პრემიერმა.