LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერმა სამეგრელო-ზემო სვანეთსა და შიდა ქართლში ახალი გუბერნატორები წარადგინა

121
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთსა და შიდა ქართლში ახალი გუბერნატორები წარადგინა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი მალხაზ თორია თანამდებობიდან გადადგა

გუბერნატორების დანიშვნის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა – აღნიშნულ თანამდებობას სამეგრელო-ზემო სვანეთში გიორგი გუგუჩია, შიდა ქართლის რეგიონში კი ვალერიან მჭედლიძე დაიკავებს:

“ორი გუბერნატორი შეიცვალა, სამეგრელო-ზემო სვანეთში და შიდა ქართლში ახალი გუბერნატორები გვყავს. გიორგი გუგუჩია სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორია, ის არის ზუგდიდიან, კარგად იცნობს რეგიონს და მჯერა, ძალიან წარმატებული გუბერნატორი იქნება. შიდა ქართლში წარმოგიდგენთ ვალერიან მჭედლიძეს, რომელიც არის გორიდან, საჯარო სექტორის წარმატებული თანამშრომელი. ის ხელმძღვანელობდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს და იყო ლევან დავითაშვილის წარმატებული თანამშრომელი.” – თქვა პრემიერმა.

შეგახსენებთ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დღეს დილით დაწერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები