LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართება

96
1

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოვიდრეგულაციები ყველა ღონისძიებაზე დაცული იქნება.

“63-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, საღამოს საათებში გაიმართება, როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტები. ღონისძიებები კი საზეიმო ფოიევერკით დასრულდება.