LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერის განცხადებით, 2024 წლიდან ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევებიც დაფინანსდება 

132
Untitled design

2024 წლიდან ჯანდაცვის ბიუჯეტისთვის დამატებით გამოყოფილი თანხები ახალ ინიციატივებსა და პროექტებზე გადანაწილდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ახალი ინიციატივის მიხედვით, დაიწყება ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსებაც:

„ჯანდაცვის სამინისტროს დამატებით 65 მილიონ ლარს გამოვუყოფთ და ჯამური ბიუჯეტი შვიდი მილიარდ 800 მილიონი ლარი იქნება. 2012 წელთან შედარებით, რადიკალური ცვლილება გვაქვს. ბოლო 11 წელიწადში ჯანდაცვის ბიუჯეტი ექვსი მილიარდი ლარით არის გაზრდილი, 325%-იანი ზრდა გვაქვს.

რაც შეეხება პროექტებსა და ახალ ინიციატივებს, რომელიც, მინდა, საზოგადოებას გავაცნო, თანხები შემდეგნაირად გადავანაწილეთ – გაიზარდა ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება და მომდევნო წელს პენსიონერებს, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, მთელი წლის განმავლობაში უფასოდ ექნებათ მედიკამენტები. ასეთი, დაახლოებით, 400 000 ადამიანი, 400 000 პენსიონერია.

რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი შეღავათია. გარდა იმისა, რომ პენსიონრებს გავუზარდეთ ხელფასები 500 ლარამდე, 2012 წელს იყო 110 ლარი და გახდა 500 ლარამდე, ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონრები 2024 წელს უფასოდ მიიღებენ მედიკამენტებს. ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ.

ჩვენ მიერ გატარებული საკმაოდ ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად, 2024 წელს მოქალაქეებს ჯიბიდან გადახდები ჯამურად 300-დან 400 მილიონ ლარამდე დაეზოგებათ. ასეთი პროგნოზი გვაქვს, რაც მოქალაქეებისთვის ძალიან დიდი შეღავათია. მედიკამენტები გაიაფდა, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სამინისტრომ და ამ პროცესს მეტად გავაკონტროლებთ, გავაუმჯობესებთ.

რაც შეეხება ახალ ინიციატივას, რომელიც ჯანდაცვის მინისტრს აქვს დაგეგმილი, დაიწყება ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსებაც, რაც საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები