„ქვეყანას ესენი გადააქცევენ მეორე პოლიგონად, ეს იყო მიზანი. მეკითხებოდით, ბატონ არახამიას ეს უნდოდაო?! არახამიას კი არა, უკრაინის ეროვნული უშიშროების მდივანი საჯაროდ გამოვიდა და თქვა, რომ მათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ“, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს და იქვე მიუთითა, რომ მედიის წარმომადგენლებს ამაზე პროტესტი არ უჩნდებათ:
„აი, ეს ნეოფაშისტები და ულტრარადიკალები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ ჩვენ აქ მშვიდად ვიდგებოდით?
პრემიერი: ე.ი. არახამიაზე, ვიღაც არარაობაზე გინდათ კომენტარი გავაკეთო?! მას არავინ არ ეკითხება, როგორ მოვაწყობთ ჩვენ საქმეს და პოლიტიკას – მიხედოს ბატონმა არახამიამ საკუთარ თავს
„ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი არახამია არის პირდაპირ ჩართული ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში“
ქვეყანას ესენი გადააქცევენ მეორე პოლიგონად, ეს იყო მიზანი. მეკითხებოდით, ბატონ არახამიას ეს უნდოდაო?! არახამიას კი არა, უკრაინის ეროვნული უშიშროების მდივანი საჯაროდ გამოვიდა და თქვა, რომ მათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ.
თქვენ ქართველები ხომ ხართ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ხომ ხართ? ამაზე რატომ არ შეტკივათ გული? ე.ი ვიღაცა სხვა ქვეყნის მოქალაქეს, თქვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა უნდოდა, ჩვენი ქვეყნის პოლიგონად გადაქცევა.. რაც ხდება, კი უყურებთ უკრაინაში და თქვენ ამაზე პროტესტიც კი არ გაქვთ, რეაქცია არ გაქვთ, პოზიციას არ გამოხატავთ და იმეორებთ ერთი და იგივეს“, – აღნიშნა პრემიერმა.
„ტვ პირველის“ ჟურნალისტის, ინა ცარციძის კითხვაზე, ვის წინააღმდეგ მოქმედებს უკრაინის ხელისუფლება, ირაკლი ღარიბაშვილმა ასე უპასუხა:
„დამამთავრებინე, თქვენი სახელი? ინა, ზრდილობა იქონიეთ ძალიან გთხოვთ. ეს კითხვა არ არის, როცა მე ვსაუბრობ.. მე მგონი მოვრჩით ხომ? შემდეგი კითხვა, ბევრი ვისაუბრეთ, აბა კარგად.“ – მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.