LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი : სვეტიცხოვლობა არის სიმბოლო სარწმუნოების

96

ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოვლის ტაძრიდან საღვთო ლიტურგიისა და პატრიარქის ქადაგების დასრულების შემდეგ დღესასწაული სრულიად საქართველოს მიულოცა. პრემიერ-მინისტრის თქმით, სვეტიცხოვლობა განსაკუთრებული დღეა თითოეული ქართველისთვის.

„არ მეგულება ქართველი, რომელიც ამ ტაძარში შემოდის განსაკუთრებული მოწიწების და განცდის გარეშე. მე პირადად, როდესაც ამ ტაძარში შემოვდივარ, ეს განცდა მეუფლება”, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, სვეტიცხოვლობა არის „სიმბოლო სარწმუნოებისა და ქართველი კაცის სულიერი სიმტკიცის“:

„ მინდა, ყველას გისურვოთ სულიერი სიმტკიცე, სიმშვიდე და როგორც ჩვენმა უწმინდესმა აღნიშნა, გამთლიანება ჩვენი ქვეყნის და, პირველ რიგში, ჩვენი ერის. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ გავაერთიანოთ ჩვენი სამშობლო”, – აღნიშნა პრემიერმა და დღესასწაული განსაკუთრებულად ილია მეორეს მიულოცა.
„თქვენ აერთიანებთ და ამთლიანებთ მთელს ერს, ჩვენს გამორჩეულ ერს. თქვენ ხართ მართლაც მაგალითის მიმცემი ჩვენთვის თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, თუ როგორ უნდა ვემსახუროთ ჩვენს ხალხს და ქვეყანას”, – მიმართა ღარიბაშვილმა პატრიარქს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები