LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: საქართველოს შეუძლია უზრუნველყოს მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა

56
ირაკლი ღარიბაშვილი

ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

როგორც ღარიბაშვილი წერს, მოუთმენლად ელის ნაყოფიერ შეხვედრებსა და საუბრებს:

“მოხარული ვარ, რომ გლობალური უსაფრთხოების ბრატისლავის წლევანდელ ფორუმში ვმონაწილეობ. მოუთმენლად ველი ნაყოფიერ შეხვედრებს და საუბრებს.

ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს. თან ამავდროულად შეუძლია, უზრუნველყოს მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ”, – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის “ტვიტში”.

შეგახსენებთ, გლობალური უსაფრთხოების ფორუმი ბრატისლავაში დღეს იხსნება. დელეგატებს შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი ღარიბაშვილი ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები