LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი : ნუ გახდებიან ჟურნალისტები ბრმა იარაღი პოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად

52

პრემიერ-მინისტრი მიმართავს ჟურნალისტებს, კარგად დაფიქრდნენ და არ აღმოჩნდნენ  შესაძლო შეთქმულების თანამონაწილეები, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„მივმართავ ჟურნალისტებს – კარგად დაფიქრდით, რომ არ მოხდეს თქვენი გამოყენება ვინმეს პოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად. არ აღმოვჩნდეთ ამ პროვოკაციის თანამონაწილეები,“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი ინფორმაციით, გუშინ გამართა ოპერატიული თათბირი უსაფრთხოებისა და პოლიციების სამსახურებთან და პრემიერი დაბეჯითებით ამბობს, რომ სამართალდამცველები ყველაფერს აკონტროლებენ და არ დაუშვებენ პროვოკაციებს.

„შეუძლებელია, არ შეგაძრწუნოს ამ ადამიანების ცინიზმა და გულგრილობამ, მათ ოდესღაც ჩვენი ქვეყნის ბედი ებარათ. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ რამდენად ამორალურია მათი მიდგომა პოლიტიკის, ქვეყნის, სამშობლოს და ხალხის მიმართ. ვინც ამ აუდიო ჩანაწერებში ფიგურირებენ არის ხალხი, რომლებიც არბევდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, ტელევიზიებს – „იმედს“ და სხვებს, ბიზნესმენების და უბრალო მოქალაქეებისგან ფულის გამოძალვით იყვნენ დაკავებული.  ციხეში შექმნეს სისტემა რომელმაც ლაფში ამოსვარა ქვეყნის სახელი.  ვერ გააცობიერეს, რომ საქართველოში დამკვიდრდა დემოკრატია და დღეს სახელმწიფო არის ბევრად უფრო ძიერი, ვიდრე 3 წლის წინ და იმაზე მეტად ძლიერი, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. უსაფრთხოების ყველა სამსახური მუშაობს 24 საათის განმავლობაში, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ყველა მოქალაქის უსაფრთხოება და სიმშვიდე და სტაბილუტრობა,“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აუცილებელია, მოსახლეობამაც და ხელისუფლებამაც შეინარჩუნონ სიმშვიდე, „უნდა შევეცადოთ ამაზე მაღლა“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები