LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: „მომდევნო წლიდან პენსია 50 ლარით გაიზრდება და 415 ლარი გახდება“

307
პენსია

„2024 წელს ჯანდაცვის და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით იზრდება, აქედან, პენსიების ზრდა გვაქვს 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 50 ლარით იზრდება და გახდება 415 ლარი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 500 ლარი იქნება.

„აქვე, შედარებისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს პენსია 110 ლარი და 125 ლარი იყო, ახლა არის 415 ლარი და 500 ლარამდე მაღალმთიანში.

ეს არის ჩვენი ხელისუფლების მუშაობის რეალური შედეგი. 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით იზრდება და განისაზღვრება 315 ლარით და მაღალმთიანში იქნება 380 ლარი.

გარდა ამისა, რაც შეეხება სხვა პროგრამებს, აქაც, ჯამში, სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 5.6 მლრდ ლარს.

ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1.6 მლრდ ლარი, მათ შორის, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა.

ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა საჯარო მოხელის ხელფასების ზრდა, ასევე, 10%-ით. ძალოვნებისთვის, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ შარშან 20%-იანი ზრდა გავაკეთეთ და ჯამში, ბოლო 2 წელიწადში, თითქმის 40-45%-იანი ზრდა გამოგვივიდა ძალოვნებში, პოლიციაში, ჯარში და პრესსამსახურებში“. – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ სხვა საჯარო მოხელეებს, ამ ახალი ზრდის ჩათვლით, ბოლო ორ წელიწადში 30%-ით ყველას გაეზარდათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ამ ტენდენციას, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ და გავაგრძელებთ წახალისებას ჩვენი საჯარო მოხელეების და მათი ხელფასების ზრდას“. – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები