LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: ე.ი. არახამიაზე, ვიღაც არარაობაზე გინდათ კომენტარი გავაკეთო?! მას არავინ არ ეკითხება, როგორ მოვაწყობთ ჩვენ საქმეს და პოლიტიკას – მიხედოს ბატონმა არახამიამ საკუთარ თავს

436
ფორტუნა - 2023-05-09T115711.904

„ე.ი. არახამიაზე, ვიღაც არარაობაზე თქვენ გინდათ რომ მე გავაკეთო კომენტარი?! მე არახამიას ნათქვამზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მას არავინ არ ეკითხება აქ ჩვენ, ჩვენი ხალხი და ჩვენი მთავრობა როგორ მოვაწყობთ ზოგადად ჩვენს საქმეს და ჩვენს პოლიტიკას. მიხედოს ბატონმა არახამიამ საკუთარ თავს!“, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინელი მაღალჩინოსნის დავით არახამიას „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებებს.

„თუ ნიკა გვარამიას გაათავისუფლებენ, მე ვიქნები პირველი, ვინც წავა პრეზიდენტთან და თბილისში ელჩის გაშვებას სთხოვს” – დავით არახამია

არახამია: კიკაბიძის დაკრძალვაზე ჩამოსვლას ვაპირებდი, მაგრამ ამერიკელებმა მთხოვეს თავის შეკავება

პრემიერის შეფასებით, დავით არახამიას მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმის, რომ ის და „რადიკალური ოპოზიცია“ საქართველოში კოორდინაციაში არიან.

„ერთი მინდა ვთქვა – უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ამ დიდი დამანგრეველი ომის მალე დასრულებას. ერთი რამ მინდა კიდევ ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, რომ ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ არახამია და ჩვენი ექსტრემისტული რადიკალური ოპოზიცია არიან სრულ კოორდინაციაში, იყვნენ ომამდეც, ომის შემდეგაც და დღესაც. კოორდინაციაში არიან ერთადერთი მიზნით, რომ აქ რაიმე მომხდარიყო – გადატრიალება, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა, რომ მოეყვანათ ის ნეოფაშისტური რეჟიმი, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას.

ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი ვნახეთ ამ კოორდინაციის, შეთანხმებული მოქმედებების და, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი არახამია არის პირდაპირ ჩართული ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და მას არავინ არ ეკითხება აქ ჩვენ, ჩვენი ხალხი და ჩვენი მთავრობა როგორ მოვაწყობთ ზოგადად ჩვენს საქმეს და ჩვენს პოლიტიკას. მიხედოს ბატონმა არახამიამ საკუთარ თავს. ერთი რამ მინდა ვთქვა, უკრაინას ვუსურვებ საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებას, მშვიდობას და ამ ომის მალე დასრულებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„სამწუხარო და სევდიანია, რომ მძიმე ომში მყოფი ქვეყნის მაღალჩინოსანი იცლის იმისთვის, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთოს განცხადებები“ – თალაკვაძე არახამიაზე

 

მთავარ სლაიდზე ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები