პარლამენტის ბიუროს 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ხვალ წარედგინება. დადგენილების პროექტი ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების“ ჯგუფმა მოამზადა.
დადგენილების მიღების შემთხვევაში, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც 3 თვის განმავლობაში საქმის შესწავლის ფარგლებში საჯაროდ გამოკითხავს საქმესთან აფილირებულ პირებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს, გამოაქვეყნებს შესაბამის დასკვნას და საჭიროების შემთხვევაში მოახდენს შესაბამის რეაგირებას.