Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„გირჩი“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც „ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების შეთანხმებულ ქმედებას გამოიძიებს“ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გირჩი“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც „ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების შეთანხმებულ ქმედებას გამოიძიებს“

45
სანდრო რაქვიაშვილი

პარტია „გირჩი“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც „ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების შეთანხმებულ ქმედებას გამოიძიებს“. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, აუცილებელია შეიქმნას კომისია, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ფასების სტაბილურობის დარღვევის მიზანმიმართულ ქმედებას შეისწავლის.

„გირჩის“ დადგენილების პროექტის მიხედვით, პარლამენტში შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 3 თვის განმავლობაში საქმის შესწავლის ფარგლებში საჯაროდ გამოჰკითხავს საქმესთან „აფილირებულ“ პირებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს, გამოაქვეყნებს შესაბამის დასკვნას და საჭიროების შემთხვევაში მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

„2020-2021 წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვნად გაზარდა ფულის მიწოდება, რაც 2021 წლის მეორე ნახევარში ორნიშნა ინფლაციაში გამოიხატა. გაზრდილი ფულის მიწოდების პირობებში, კომერციულმა ბანკებმა რეკორდული მოგება მიიღეს.

იმის გათვალისწინებით, რომ კომერციული ბანკების და მათთან „აფილირებული“ ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი ეს პერიოდი ეროვნული ბანკის პოლიტიკას იცავდნენ, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეროვნულ ბანკზე კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება – ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა უგულებელყოფილი იყო საბანკო სისტემის სუბსიდირებისთვის.

სახეზეა კონსტიტუციის 68-ე მუხლის დარღვევა, რაც ვალდებულებას უჩენს პარლამენტს, გამოიძიოს აღნიშნული გადაწყვეტილებების გარემოებები“, –აცხადებენ „გირჩში“.

ამასთან, დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა ყველა საპარლამენტო პარტიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„მქონდა გარკვეული კონსულტაციები და როგორც ვიცი, ოპოზიციის უმრავლესობა მხარს უჭერს, დანარჩენ ნაწილს კი ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, ამიტომ სექტემბრამდე დარჩენილ პერიოდს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ისინი კომისიის შექმნის აუცილებლობაში დავარწმუნოთ.“– დასძინა დეპუტატმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები