LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა მანჯგალაძე: „2018 წელს „ნაცმოძრაობამ“ გიორგი ვაშაძესთან ერთად, 40% აიღო, ახლაც ასე იქნება, მელია და გვარამია თუ 10 პროცენტს აიღებენ, ხელისუფლებაში მოვსულვართ, მადლობა მათ“

126
პაატა მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად, საპარლამენტო არჩევნებზე 40 პროცენტამდე აიღებს.

ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას შანსებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ კი მანჯგალაძემ უპასუხა:

„ჩვენ საპარლამენტო არჩევნებზე 40 პროცენტამდე ავიღებთ და თუ ისინი 10 პროცენტს აიღებენ, ხელისუფლებაში მოვსულვართ, მადლობა მათ. 40 პროცენტს რომ ავიღებთ, ეს იმან გვითხრა, რომ 2018 წელს „ნაცმოძრაობამ“ გიორგი ვაშაძესთან ერთად, 40 პროცენტი აიღო, ახლაც ასე იქნება.

„2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად მოხდება გარდამტეხი ცვლილებები” – ნიკა მელიამ საარჩევნო ნომერი დააანონსა

რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში მოვდივართ. ხალხი ცვლის ხელისუფლებას, ჩვენ კი არ მოვდივართ. 2018 წელს 17-პროცენტიან რეიტინგს გვიწერდნენ და 40 პროცენტი მივიღეთ“. – განაცხადა პაატა მანჯაგალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები