პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გუნდის გადაწყვეტილებით ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში ჩართულები იქნებიან: “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე და ვიცე-სპიკერი, კახა კუჭავა.
ამ საკითხზე ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს შეხვდა.