„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებით, სახელმწიფო სისტემა და კონკრეტულად, პენიტენციური სამსახური ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ყველა კანონისა და უფლების დაცვით ექცევა.
მისივე თქმით, არავინ არ დაუშვებს, რომ მან პენიტენციური სისტემის თანამშრომლებზე იძალადოს. წილოსანის შეფასებით, სააკაშვილი რჩება ისეთი, როგორიც იყო და პატივს არ სცემს არცერთ უწყებას.
„ამ კადრების გავრცელება მიზნად საზოგადოების ინფორმირებას ისახავდა. იმიტომ, რომ ვხვდებით, რამდენად დიდია ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით. სახელმწიფო სისტემა, ისევე, როგორც პენიტენციური კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილს ექცევა ყველა კანონის და მისი უფლების დაცვით”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
შეგახსენებთ, რომ დღესვე, პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის №18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში შესახლების კადრებიც გაასაჯაროვა.
კადრებში ჩანს, როგორ შეჰყავთ სააკაშვილი დაწესებუელბაში და როგორია მისი რეაქცია მას შემდეგ, რაც იგებს, რომ სამოქალაქო კლინიკის ნაცვლად გლდანის დაწესებულებაში მიიყვანეს.
“წამიყვანეთ ახლავე უკან, რუსთავის ციხეში” – პენიტენციური სამსახური სააკაშვილის ახალ ვიდეოს აქვეყნებს