LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, საქართველომ ზედიზედ, ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა შეძლო“

132
ნინო წილოსანი

„მინდა გამოვუტყდე „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს – თქვენი პოლიტიკოსებიც ეთანხმებიან ჩვენი ეკონომიკური ზრდის მასშტაბებს, წარმატებას, განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს, გააზრებულ საგარეო პოლიტიკას და ხვდებიან, რამდენად ეფექტიანია ის“, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფარგლებში, ეკონომიკის მინისტრს უსმენდნენ.

„ჩვენ დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა ვართ მთელს მსოფლიოში“ – ირაკლი ღარიბაშვილი

ნინო წილოსანმა ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ საქართველომ, ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა უზრუნველყო:

„ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, საქართველომ შეძლო არა მხოლოდ ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება, არამედ ზედიზედ, ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა – 2021 წელს 10.5%-იანი, ხოლო 2022 წელს – 10.1%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

მინისტრმა სარეიტინგო კომპანიების – Fitch, S&P, Moodys’ შეფასება აღნიშნა, სადაც საქართველომ უზრუნველყო რეიტინგის შენარჩუნება პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისების დაძლევა რეიტინგის გაუარესების გარეშე.

რეიტინგის განმსაზღვრელ ფაქტორებს სანდო და ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკა და ძლიერი მმართველობის ინდიკატორები წარმოადგენს, შესაბამისად, ამას ზედმეტი განმარტებაც არ სჭირდება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები