LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკას გათავისუფლების მოლოდინი მაქვს, მთავრობა შავ დღეშია: ანზორ მელია

54
anzor-melia

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია ამბობს, რომ შვილის გათავისუფლების მოლოდინი აქვს.

ნიკა მელიას პროცესი იწყება: “ოცნებისთვის” ორივე გადაწყვეტილება თავის ტკივილია”

ანზორ მელიას თქმით, ყველასთვის, მათ შორის მთავრობისთვისაც, საუკეთესო გამოსავალია, რომ ნიკა მელია თავისუფალი იყოს, მისი განცხადებით, ხელისუფლებას სხვა გამოსავალი არ აქვს:

“ნიკას გათავისუფლების მოლოდინი მაქვს, იმიტომ, რომ მთავრობა შავ დღეშია, სხვა გამოსავალი მას არ აქვს. ზეწოლა ევროკავშირიდან, ამერიკიდან, ხალხისგან ძალიან დიდია და ყველაზე კარგი გამოსავალია მთავრობისთვისაც და ყველასთვის, რომ ნიკა გარეთ იყოს. მართალია, მთავრობისთვის ეს იოლი არ იქნება, მაგრამ მგონია, რომ მთავრობაში მოიძებნება ერთი-ორი ჭკვიანი ადამიანი მაინც, რომელიც ამას გაანალიზებს. სხვა გამოსავალი არ იქნება, სულ იქნება ასეთი დაძაბულობა. შეუძლებელია ამ რეჟიმში ადამიანმა იცხოვროს.” – თქვა ანზორ მელიამ.

შეგახსენებთ, ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს ესწრება თავად მელიაც.

დატოვებს თუ არა უკანონო პატიმრობაში ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი, ცოტახანში გახდება ცნობილი. ადვოკატის განცხადებით, ისინი მოითხოვენ, რომ მელია დარბაზიდან გათავისუფლდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები