LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიასთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს პარლამენტში, დემოკრატიულ პროცესში მიიღოს მონაწილეობა, იმედი მაქვს, ეს ასე მოხდება: კელი დეგნანი

53
კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ მას შემდეგ რაც ნიკა მელია საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს, საპარლამენტო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვება და დემოკრატიულ პროცესში მიიღებს მონაწილეობას.

მისივე განცხადებით, აშშ-ს გადასაწყვეტი არ არის თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნიკა მელია.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 29 აპრილს გაიმართება

„დეტალები უნდა გადაწყვიტონ პოლიტიკურმა ლიდერებმა, აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის ასეთი რამ. ამერიკის გადასაწყვეტი არ არის, რას გადაწყვეტს ბატონი მელია. ის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერია, რაც მნიშვნელოვანი ადგილია. ვფიქრობ, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რომ პარლამენტში იყოს, დემოკრატიულ პროცესში მიიღოს მონაწილეობა და წარმოადგინოს მისი ამომრჩევლები. ასე რომ, იმედი მაქვს, ეს ასე მოხდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

99.9% მე პარლამენტში ვერ და არ შევალ: ნიკა მელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები